loader

"ძლიერი დარტყმები დაიწყო" - ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა: კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძლიერი დარტყმები დაიწყო" - ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა: კადრები ადგილიდან

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა , - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად გამაფრთხილებელი დარტყმა განხორციელდა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამასკოში სირიის თავდაცვის სამინისტროს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ რეაგირებს ისრაელის იერიშებზე სირიის ტელევიზიის წამყვანი.

„ძლიერი დარტყმები დაიწყო“, - წერს ისრაელ კაცი X-ზე.

შეგახსენებთ, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.

სირიის ომის მონიტორის ცნობით, სუვეიდას პროვინციაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 248 ადამიანი დაიღუპა.

სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.