loader

"ეს თვი­სებ­რი­ვად რუსი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი, რო­მე­ლიც იმა­საც ვერ აღი­ა­რებს რომ ცი­ლის­წა­მე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცია სა­ზი­ა­ნოა, უნდა ჩა­ი­რე­ცხოს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­დან" - რას წერს ბაია პატარაია თვეების წინ დაწყებულ დავაზე და როგორია ჩერგოლეიშვილის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს თვი­სებ­რი­ვად რუსი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი, რო­მე­ლიც იმა­საც ვერ აღი­ა­რებს რომ ცი­ლის­წა­მე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცია სა­ზი­ა­ნოა, უნდა ჩა­ი­რე­ცხოს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­დან" - რას წერს ბაია პატარაია თვეების წინ დაწყებულ დავაზე და როგორია ჩერგოლეიშვილის პასუხი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პო­ლი­ტი­კო­სი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი ელი­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო სახე იყო. მისი თქმით, ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით და­აფ­რენ­და სა­კუ­თარ და­ქა­ლებს და სტუმ­რებს. მა­შინ ამ ბრალ­დე­ბებ­ზე ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა და თქვა, რომ ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა და ამის გამო უფ­ლე­ბა­დამ­ცველს პა­სუხს სა­სა­მარ­თლო­ში მოს­თხოვ­და.

დღეს ბაია პა­ტა­რა­ი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­რი­გი პოს­ტი აღ­ნიშ­ნულ და­ვა­ზე, სა­დაც წერს:

"დღეს პირ­ვე­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა იყო. თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს ნამ­დვი­ლად მე შევ­თა­ვა­ზე მო­რი­გე­ბა, რად­გან მჯე­რა, რომ ახლა ამ კონ­ფლიქ­ტის დრო არ არის. ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ასე­ვე შევ­თა­ვა­ზე და­ვის გა­და­დე­ბა უკე­თე­სი დრო­ის­თვის. (და არც ერთხელ არ მიხ­სე­ნე­ბია რაჟ­დე­ნა ან ბევ­რი საქ­მე).ტყუ­ი­ლი მე­ჯავ­რე­ბა. არც ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­ზე და არც ვინ­მე სხვა­ზე არას­დროს მით­ქვამს ტყუ­ი­ლი. და მე ამის დამ­ტკი­ცე­ბას მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლო­შიც კი შევ­ძლებ. მე ვფიქ­რობ, რომ ეს დავა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია თა­ვად თა­მა­რას­თვის და მო­ცე­მულ პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და საქ­მის შე­წყვე­ტა. თუ თა­მა­რას ასე ძა­ლი­ან სურს ეს დავა, მე მი­თუ­მე­ტეს არ მაქვს პრობ­ლე­მა ვი­და­ვო ამ მო­რი­გი SLAPP-ის საქ­მე­ზე. ისე­დაც ვთვლი, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს არ უნდა შერ­ჩეთ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბა. შევ­ხვდე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში" - წერს პა­ტა­რა­ია, რო­მელ­საც მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა:

"ეს უბე­დუ­რი აპი­რებს, სა­სა­მარ­თლო­ში "და­ამ­ტკი­ცოს", რომ და­ქა­ლებ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო ვერ­ტმფრე­ნით დავფრი­ნავ­დი და გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­ზე ვძა­ლა­დობ­დი მე­გობ­რე­ბო, ეს თვი­სებ­რი­ვად რუსი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი, რო­მე­ლიც იმა­საც ვერ აღი­ა­რებს რომ ცი­ლის­წა­მე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცია სა­ზი­ა­ნოა, უნდა ჩა­ი­რე­ცხოს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­დან".