ვრცელდება კადრები, როგორ აკავებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მოქალაქეს - რას ამბობენ შსს-ში?
თბილისში, ისნის რაიონში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი პოლიციამ სისხლის სამართლის 260-ე მუხლით დააკავა, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მანამდე დაკავების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ავტომობილში მოქალაქეს.