loader

"თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ" - ირაკლი კობახიძე

თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.

პრემიერის თქმით, ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციალურ საკითხია.