loader

ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა - "მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა - "მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო"

ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო. სამწუხარო ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო“, - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილის ძმაც ცნობილი ბიზნესმენია - გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი (გოგიტა) ჩხაიძე. ოჯახი ასევე ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით, მათ შორის, დააფინანსეს შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა.