loader

ავტომობილის მართვა, ავარია და კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში - დაჭრისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ძმები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილის მართვა, ავარია და კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში - დაჭრისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ძმები დააკავეს

თბილისში მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, მძღოლთან სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ავტომობილის მეორე მგზავრმა, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეორე ავტომობილის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს-1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა, ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ლ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.