წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომობილები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები - ჰონგ-კონგს ტაიფუნმა გადაუარა
ჰონგ-კონგს ტაიფუნმა "ვიფამ" გადაუარა. ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქში ხეები წააქცია, რის შედეგადაც ავტომობილები დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.ჰონგ-კონგს ტაიფუნმა გადაუარა
უამინდობის გამო, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება. გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.