რას აცხადებენ შსს-ში პაციენტის მიერ ექთანზე თავდასხმის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის მიერ ექთანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაწყებული.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“კლინიკაში განუცხადეს, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება.
“შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავენ კლინიკაში.