loader

ვინ არის თურქი "კრიმინალური ავტორიტეტი", რომელსაც ბათუმში ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის თურქი "კრიმინალური ავტორიტეტი", რომელსაც ბათუმში ესროლეს

გუ­შინ ღა­მით, გვი­ან, ბა­თუმ­ში, ყო­ფი­ლი სას­ტუმ­რო "რა­მა­დას" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კა­ზი­ნოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი დერ­ქან ბა­ში­რი თა­ვი­სი სტუმ­რე­ბის მას­პინ­ძლო­ბი­სას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და. ეზოს მხრი­დან, შავი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ თურ­ქი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ხუთი გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნეს.

ამას­თან, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, სრო­ლა, შე­საძ­ლოა, კავ­შირ­ში იყოს, 18 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან­ში, თურ­ქი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან.უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე ბა­თუმ­ში ბოლო დროს მომ­ხდარ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს.

"3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე გას­რო­ლა ბა­თუ­მის ცენ­ტრში. წუ­ხან­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტი... გა­მარ­თლდა ჩემი პროგ­ნო­ზი — გუ­შინ ღა­მით, გვი­ან, ბა­თუმ­ში , ყო­ფი­ლი სას­ტუმ­რო 'რა­მა­დას' ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კა­ზი­ნოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი დერ­ქან ბა­ში­რი თა­ვი­სი სტუმ­რე­ბის მას­პინ­ძლო­ბი­სას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და.

ეზოს მხრი­დან, შავი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ თურ­ქი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ხუთი გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ფაქ­ტი აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს კრი­მი­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სე­რი­ო­ზულ ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მომ­ხდარს გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს რო­გორც ქვეყ­ნის, ისე ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის იმიჯს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა შე­ფას­დეს რო­გორც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი გა­რე­მოს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რაც მი­უ­თი­თებს ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის გავ­ლე­ნის ზრდა­ზე.

თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მარ­თლაც თურ­ქი კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, საქ­მე შე­საძ­ლოა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან გვქონ­დეს, რაც და­მა­ტე­ბით სა­გან­გა­შოა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის. სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვა სა­მარ­თლებ­რი­ვად ით­ვა­ლის­წი­ნებს ცდას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ზე, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბად ით­ვლე­ბა. განაგრძეთ კითხვა