loader

" ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო" - ნინო წილოსანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო" - ნინო წილოსანი

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო - საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში „მიგრაციის წახალისებასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, გაორმაგებულ და გასამმაგებულ ეკონომიკას სთავაზობს.

„ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც, თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ - ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ", - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის მინუსი მიგრაციის წახალისებაა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა.

„ერთი მინუსი, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება - ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.