loader

"45 წლის მამაკაცი საკუთარ შვილზე სექსუალურად სესტემატურად ძალადობდა" - უმძიმესი დანაშაული აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"45 წლის მამაკაცი საკუთარ შვილზე სექსუალურად სესტემატურად ძალადობდა" - უმძიმესი დანაშაული აჭარაში

და­კა­ვე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას სა­კუ­თარ შვილ­ზე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რით, სექ­სუ­ა­ლუ­რად სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს. უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი აჭა­რა­ში მოხ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ი. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას სა­კუ­თარ შვილ­ზე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რით, სექ­სუ­ა­ლუ­რად სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შ.ი. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.