loader

ალეკო ელისაშვილი - სასამართლო სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს, ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" - როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეკო ელისაშვილი - სასამართლო სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს, ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" - როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალი ბაბაევზე ძალადობის საქმის მოსამართლე შეცვალეს და არის ეჭვი, რომ მოწმეებზე ზეწოლა იყოს.

„ძალიან უცნაური პროცესი მაქვს, თავიდან ბოლომდე, როგორც გრძელდება. აქ სამართალთან არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. უცბად, შუა მსვლელობის დროს მოსამართლე შეცვალეს და უნდათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. წინა სხდომაზე ბრალდების ორმა მოწმემ აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენებები მისცა. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ. ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ მოწმეების ხელახლა დაკითხვა უნდათ, მათზე შეიძლება ზეწოლა იყოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რამდენადაც შევძლებთ. ფაქტია, რომ ძალიან უცნაურად მიდის პროცესი და ძალიან უცნაურ პაუზებს იღებენ, 22 ივლისია და სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს. ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ. მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, იქით, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ. მოკლედ, ამ პოლიტიკურ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ.ეს არის ლოგიკა, თორემ სამართალზე როგორ უნდა ვლაპარაკობდე ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.