loader

მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და გვირაბში გაიქცა - რა მოხდა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ხაზზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და გვირაბში გაიქცა - რა მოხდა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ხაზზე

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ხაზზე, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და "ვაჟა-ფშაველას" მიმართულებით გვირაბში გაიქცა.

როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შესაბამისმა სამსახურებმა, მგზავრის უსაფრთხოების მიზნით ძაბვის მიწოდება დროულად შეაჩერეს და აღნიშნული პირი უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მეტროს მუშაობა 18 წუთით იყო შეფერხებული. ამ ეტაპზე კი პრობლემა აღმოფხვრილია და საბურთალოს ხაზზე, მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

წყარო: "რუსთავი 2"