ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა, არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა, არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს.
"რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არტემ გრიბულს სამი მოთხოვნა აქვს:
მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ მათი საჩივრების საფუძველზე;ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამუდოროვას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მის საქმეზე "არ ჩატარებულა ობიექტური და სრული გამოძიება". ის აპროტესტებს ფაქტს, რომ საქმის არსებით განხილვამდე სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არტემ გრიბულის პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. არც ჩეჩინი და არც ზინოვნიკა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი "ჩაუდო“ – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.