loader

"ჩემი შვილობა არასდროს არ იყო ადვილი... ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემგან დამოუკიდებლად მიეღწია ყველაფრისთვის" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის უფროს ვაჟზე, ედუარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი შვილობა არასდროს არ იყო ადვილი... ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემგან დამოუკიდებლად მიეღწია ყველაფრისთვის" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის უფროს ვაჟზე, ედუარზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის უფროს ვაჟზე, ედუარზე წერს:

"გუშინ ჩემს პირველ შვილს, ედუარდს 30 წელი შეუსრულდა. ის ნიდერლანდებში ცხოვრობს და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, სადაც წარმატებებს აღწევს. ედუჩა ყოველთვის ორიენტირებული იყო წარმატებაზე. საშუალო სკოლაში, თვითონ, სანდრას და ჩემი ცოდნის გარეშე, მიმართა გინესის რეკორდების ორგანიზაციას. უცხოეთიდან ჩამოვიდა კომისია, რომელმაც დაარეგისტრირა მის მიერ ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარება, IPAD-ზე ყველაზე სწრაფად ბეჭდვაში. მაშინ TIME-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა მოკლე შეტყობინება "საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი". ამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა მისი სახელიც კი არ ახსენა, რამაც ედუარდი ძალიან გაანაწყენა. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემგან დამოუკიდებლად მიეღწია ყველაფრისთვის.

ჩემი შვილობა არასდროს არ იყო ადვილი, სკოლის წლებში ბევრი თანატოლისგან, რომლებიც საკუთარი ოჯახების ქოცური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ბევრი წამოძახება აიტანა. თუმცა, საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულად აღიარეს.შემდეგ წარჩინებით დაამთავრა კოლეჯი ამერიკაში, სადაც შეხვდა თავის უმაგრეს მეუღლეს ადინას, დაიცვა დისერტაცია ნიდერლანდებში და ახლა ძალიან წარმატებულია ხელოვნური ინტელექტის, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო მეცნიერებაში. არ სწყდება საქართველოს, online ლექციებს უტარებს აქ სტუდენტებს, თავისივე შექმნილი კურსით.მე ვამაყობ ედუარდით! ის გაიზარდა საქართველოს პატრიოტად, უკიდურესად წესიერ, მოკრძალებულ და წარმატებულ ადამიანად!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.