loader

16 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი სასტუმროს ნომერში გაგუდა (რუსეთი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი სასტუმროს ნომერში გაგუდა (რუსეთი)

რუსეთში, ქალაქ ომსკში, 16 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი სასტუმროს ნომერში გაგუდა. ახალშობილის ცხედარი სასტუმროს დამლაგებელმა ნაგვის ურნაში იპოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, თუმცა, მისი აღზრდა არ სურდა, მოკლა და აბაზანაში, ნაგვის ურნაში, პარკში დამალა.

გოგონამ სრულად აღიარა დანაშაული. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.