loader

რა ხდება ამ წუთებში ლარსეზე, ვრცელდება კადრები - "ეშინიათ, რომ კონცერტს ვერ მიუსწრებენ და ზოგიერთმა უკვე დაიწყო ბილეთების გადაყიდვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ლარსეზე, ვრცელდება კადრები - "ეშინიათ, რომ კონცერტს ვერ მიუსწრებენ და ზოგიერთმა უკვე დაიწყო ბილეთების გადაყიდვა"

09:54 / 23-07-2025 რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე, ყაზ­ბე­გის სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვებ პუნ­ქტთან (ზემო ლარ­სი), რი­გია.

"გა­სუ­ლი ღა­მის 01:30 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე სა­ზღვა­რი გა­და­კე­ტი­ლი იყო ღვარ­ცო­ფის საფრ­თხის გამო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სი მან­ქა­ნა დაგ­როვ­და. ამ­ჟა­მად მოძ­რა­ო­ბა გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა რიგი ნელა მი­ი­წევს. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზე­ბიც არ არის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი: რე­გი­ონ­ში 22 ივ­ლი­სის შტორ­მია შე­საძ­ლე­ბე­ლი" - წერს მე­დია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა ტუ­რის­ტულ ჩა­ტებ­შია: ბევ­რი თბი­ლის­ში ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის კონ­ცერ­ტზე მი­ემ­გზავ­რე­ბა, რო­მე­ლიც დღეს უნდა გა­ი­მარ­თოს. ადა­მი­ა­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლად ეში­ნი­ათ, რომ ვერ მო­ას­წრე­ბენ და ზო­გი­ერ­თმა უკვე და­ი­წყო ბი­ლე­თე­ბის გა­და­ყიდ­ვა.

"Starring Georgia-ს ფარ­გლებ­ში ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი უკვე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბით, მაგ­რამ ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი პოპ მუ­სი­კის ის­ტო­რი­ის კი­დევ სხვა ფურ­ცე­ლია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­ხდა­რი­ყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლიც" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი ამე­რი­კე­ლი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომ­ღე­რა­ლი, სიმ­ღე­რის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, მო­ცეკ­ვა­ვე და მსა­ხი­ო­ბია. ის პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რო­გორც პო­პუ­ლა­რუ­ლი „ბო­ი­ბენ­დის“ - 'N Sync-ის სო­ლის­ტი. 2002 წელს მან გა­მო­უშ­ვა თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო სოლო ალ­ბო­მი Justified, რომ­ლის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით შვიდ მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი 10 „გრე­მის“ ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი და „ოს­კა­რის“ ნო­მი­ნან­ტია.