ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, შემთხვევას მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, შემთხვევა თურქეთში მოხდა
მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.
შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.