"მთელი საქართველო დაშინდა, ერთი მუშტის დარტყმით" - ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რას ამბობს მევლუდ მელაძე?
2 ივლისიდან ქვეყანაში აიკრძალა იმ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი აქვს.
უფრო კონკრეტულად, თუ მანამდე კანონდარღვევად ითვლებოდა ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული ჰქონდა ძარა, საწვავის ავზი ან ბუნებრივი აირის სისტემა, ახლა უკვე თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომელსაც არაქარხნული მაყუჩი აქვს.
ამასთან, თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის მართვის შემთხვევაში გაორმაგდა ფულადი სანქცია და გაიზარდა მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირების მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისიდან თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის მართვისთვის პირი 200 ლარით ჯარიმდება და 30 ქულა აკლდება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სისტემიდან.