loader

"ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე. გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან" - ზურაბ ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე. გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან" - ზურაბ ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.

“უცებ იგრძენი, რომ სხეულის ყველა კუნთი ერთდროულად დაიჭიმა. იგრძენი სახის ყველა კუნთი. იგრძენი როგორ დაეჭირა კბილი კბილს და იფიქრე, რომ ჩატყდებოდა.შემდეგ ყველაფერი მოდუნდა, მაგრამ მიხვდი, რომ სახეზე ალაგ-ალაგ დაჭიმული კუნთები გაიყინა და ასე

დარჩა. მიხვდი, რომ სახე შეგეცვალა.ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.სიცოცხლეში არის მომენტები, ბედნიერიც და ტრაგიკულიც, რომლებიც გინდა, რომ შენი ცხოვრების ნაწილი იყოს. ისე სიცოცხლე თითქოს სრული არ არის.მშობლის სიცოცხლის ბოლო წუთებში იქ ყოფნა - ეგეთი მომენტია. რომ მერე საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგრჩეს საფიქრად - იქნებ მე მეძახდა ბოლო წამს, ჩაქრობამდე?

ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე. გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან. ძმა, რომელიც არასოდეს გინახავს ასეთ მდგომარეობაში და აქეთ გამშვიდებს,

არაფერზე ინერვიულოო.ცოლი, რომელიც ვერ იკავებს ქვითინს და რომელსაც აქამდე 13 წელია არ დაშორებიხარ 1 კვირაზე მეტი ხნით.ბიძაშვილები, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და გაიარე მთელი ცხოვრება.გამზრდელი ბიძა, რომელიც დარჩა მარტო.და უცებ გლოვის გრძნობა ჩაანაცვლა მონატრებამ. მონატრებამ გაიმარჯვა ტკივილზე.ისედაც, შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?30 წუთი

გამოსამშვიდობებლად.გზაში ფიქრობდი გეყოფოდა თუ არა, მაგრამ პირველივე ჩახუტებაზე გრძნობ, რომ რაღაც ისე არაა.სასახლესთან რამდენიმე წუთი ჯდომის მერე ხვდები, რომ ვერ გაჩერდები 30 წუთი. იმის გააზრება, რომ ამ ადამიანებს ცოტა ხანში ისევ მოწყდები და

ვეღარ ნახავ რამდენიმე თვე, მინიმუმ იქ ყოფნას აუტანელს ხდის.და გარბიხარ, რომ დაბრუნდე საკუთარ ვოლიერში, დაუბრუნდე შეგუებულ ერთფეროვნებას, დაცლილს ყველანაირი გრძნობებისგან.ეზოში ხალხია. კორდონით ორად გაყოფილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდე

სპეციალურ მინივენში.მეგობრები, რომელთა მიმართაც მხოლოდ მადლიერების გრძნობა გაქვს. გინდა შეხედო და მადლობა უთხრა. მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს მათი მხრიდან რეაქცია. შემდეგ ჯერზე კი, ამის გამო, ვიღაცას შეიძლება უარი უთხრან ოჯახის წევრთან

გამომშვიდობებაზე.ამიტომ შენ ამ გზას სადარბაზოს კარიდან მინივენის ღია კარამდე გაივლი ისე, რომ არავის შეხედავ, არაფერს იტყვი, სახით, რომელიც შეგეცვალა და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

14 ივლისი, 2025”| ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან,."