ვრცელდება ახალი კადრები ლარსიდან - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე?
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (ზემო ლარსი), რიგია.
"გასული ღამის 01:30 საათიდან 08:00 საათამდე საზღვარი გადაკეტილი იყო ღვარცოფის საფრთხის გამო. ამ ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, დაახლოებით ათასი მანქანა დაგროვდა. ამჟამად მოძრაობა განახლდა, თუმცა რიგი ნელა მიიწევს" - წერს მედია.
განსაკუთრებული მღელვარება ტურისტულ ჩატებშია: ბევრი თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე მიემგზავრება, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. ადამიანებს სერიოზულად ეშინიათ, რომ ვერ მოასწრებენ და ზოგიერთმა უკვე დაიწყო ბილეთების გადაყიდვა.