loader

მდინარე ალაზანში ბიჭი დაიხრჩო - "ახალგაზრდა წყალმა ჩაითრია" - მომხდარის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდინარე ალაზანში ბიჭი დაიხრჩო - "ახალგაზრდა წყალმა ჩაითრია" - მომხდარის დეტალები

არსებული ინფორმაციით, მდინარე ალაზანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ "გავაზაში" მაშინ მოხდა, როცა ბიჭი თანასოფლელებთან ერთად მდინარეში საბანაოდ შევიდა.

ახალგაზრდა ბიჭი წყალმა ჩაითრია და იქ მყოფებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს.

დაღუპულის ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "მთავარი"