loader

დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და თეა წულუკიანს შორის - "მოდით თეას ვუპასუხოთ საქმით" - რას წერს ჟორჟოლიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და თეა წულუკიანს შორის - "მოდით თეას ვუპასუხოთ საქმით" - რას წერს ჟორჟოლიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის მისამართით პოსტს ავრცელებს:

"მოდით თეას ვუპასუხოთ საქმით.

ამონარიდი პატიმრის ინტერვიუდან, რომელსაც ავთო წულუკიანმა სიკვდილი მიუსაჯა.

“18 წლის ვიყავი, მკვლელობა რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამართლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგობა იყო, მეგონა, მოსამართლე წულუკიანი მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო.

კავკასიის ისტორიაში თურმე მეშვიდე პატიმარი ვიყავი ამ ასაკის, რომელსაც დახვრეტა მომესაჯა.

დედაჩემი პაემნებზე რომ შემოდიოდა, ვხედავდი, როგორ დნებოდა ქალი. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დახვრეტა გაუქმდა. ასე გადავრჩი.

მაშინ ჩემს თავს მივეცი სიტყვა, თუ იქიდან გამოვიდოდი, დანაშაულს არასოდეს

ჩავიდენდი” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.