loader

რომელმა ვიდეომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გუშინდელი კონცერტიდან და რა ხდებოდა დინამოზე - ცნობილი ქართველები და 20 ათასამდე ტურისტი: ტიმბერლეიკის თბილისური შოუს ყველა დეტალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელმა ვიდეომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გუშინდელი კონცერტიდან და რა ხდებოდა დინამოზე - ცნობილი ქართველები და 20 ათასამდე ტურისტი: ტიმბერლეიკის თბილისური შოუს ყველა დეტალი

23 ივ­ლისს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნა" მუ­სი­კა­ლუ­რი ზე­ი­მის ეპი­ცენ­ტრი იქცა – ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი წარ­სდგა.

ჯერ კი­დევ ანონ­სის დროს, კონ­ცერ­ტი­სად­მი უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ტე­რე­სი – 55,000 ბი­ლე­თი სულ რა­ღაც 6 სა­ათ­ში გა­ი­ყი­და, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის. ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის სიყ­ვა­რულს მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის მი­მართ, აღ­მოჩ­ნდა, რომ გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს 20 ათა­სი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და.

სცე­ნა­ზე ტიმ­ბერ­ლე­ი­კი 21:30 სა­ათ­ზე გა­მო­ვი­და და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შოუ შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს. სცე­ნა­ზე გაჟ­ღერ­და ისე­თი ჰი­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა "Cry Me a River", "SexyBack" და "Rock Your Body", ასე­ვე ახა­ლი ალ­ბო­მის, Everything I Thought It Was, სიმ­ღე­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, "Selfish" და "No Angels". კონ­ცერ­ტი ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კი­თა და მომ­ღერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი ქა­რიზ­მით იყო სავ­სე.

"მიყ­ვარ­ხართ!" - ტიმ­ბერ­ლე­ი­კის ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თვა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს

გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის მი­მარ­თვა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სად­მი: "ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი ამა­ზე და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის. მიყ­ვარ­ხართ!"

ტუ­რის­ტუ­ლი ბუმი და ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის დას­წრე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში და­გეგ­მილ გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს 20,000-ზე მეტი ტუ­რის­ტი და­ეს­წრო, რაც ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­სავ­ლი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის წყა­რო გახ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, კონ­ცერ­ტზე 55,000 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ასე­ვე მრავ­ლად იყ­ვნენ ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის, სპორ­ტი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მათ შო­რის: ბექა ხო­ფე­რია შეყ­ვა­რე­ბულ ნუცა ადა­მი­ას­თან ერ­თად, თიკა ფა­ცა­ცია შვილ­თან ერ­თად, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია ცო­ლით, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი ცო­ლით, ქეთი ჟღენ­ტი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია, ლაშა ბე­ქა­უ­რი, თიკა ჯამ­ბუ­რია შვილ­თან ერ­თად, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ეკა კა­ხი­ა­ნი, ზურა ხა­ჩი­ძე ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იყო კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც „მთავ­რო­ბის მიერ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მომ­ღერ­ლის კონ­ცერტს“ ეს­წრე­ბოდ­ნენ, აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბო­დით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს.

სოციალურ ქსელში ვიდეომ, სადაც ჩანს რომ საქართველოს დროშას ფეხს ურტყამს მომღერალი საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ნაწილი კი ამბობს, რომ მან სიბნელეში ვერ დაინახა რა ისროლეს სცენაზე კონცერტის მიმდინარეობისას.

ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში ნამ­დვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რო­მელ­მაც ქარ­თველ მსმე­ნელს და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცი­ე­ბი აჩუ­ქა და კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლურ რუ­კა­ზე.