loader

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი გარდაიცვალა - "ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი გარდაიცვალა - "ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს"

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა. მოზარდი მძიმე სენს ებრძოდა.

"ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო. დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა

თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს," - წერს გივი მოდებაძე.