"ურაპატრიოტებისა თუ სექტანტ-პატრიოტების მორიგი აღშფოთება ვიხილეთ-თურმე ჯასტინ ტიმბერლეიკმა გუშინ ქართული დროშა წაბილწა" - რას წერს რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე გუშინ, დინამო არენაზე, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
"ურაპატრიოტებისა თუ სექტანტ-პატრიოტების მორიგი აღშფოთება ვიხილეთ-თურმე ჯასტინ ტიმბერლეიკმა გუშინ ქართული დროშა წაბილწა.
დავიწყოთ იმით, რომ მომღერალს შუა სიმღერისას დროშას არავინ უგდებს, ვერ დაიხრება და ვერც ხედავს რა ესროლეს. პროჟექტორები ანათებს თვალებში და მხოლოდ შესრულებაზეა კონცენტრირებული. შემთხვევით შემოგდებულ ნივთს( დროშას) არ ეხებიან-იქნებ სულაც ჰამასისაა ან რუსეთის. პროვოკატორებს რა გამოლევს. თანაც გუშინ დამსწრეთა საკმაო ნაწილი რუსი “ტურისტები” იყვნენ. გუშინ დროშა ან პროვოკატორმა ისროლა სცენაზე ან ბრიყვმა.
დროშას ხშირად იყენებს ქვეყნის პატივისცემის ნიშნად Imagine Dragons. ასე მოხდა თბილისში. მათ წინასწარ იციან ქართული დროშის აღწერილობა და მისი სცენაზე “შემოგდება” სცენარის ნაწილია. იციან ვინ უნდა გააკეთოს ეს. ამაზე პიარი მუშობს. უკრაინული დროშა მათი კონცერტის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. ერთი თვის წინ უნგრეთში მისი სცენაზე გამოტანა აუკრძალა ევროქაჯმა და ქოცების მეგობარმა ორბანმა. მომღერლებმა მაინც იძიეს შური: იმ დროს, როცა დროშა უნდა გამოჩენილიყო, ციდან ლურჯ-ყვითელი ქაღალდის ბრჭყვიალა ნაჭრებმა დაიწყო თოვლივით ცვენა. განათებაც უკრაინული დროშის ფერებში იყო. მთელი დარბაზი უკრაინულ დროშად გადაიქცა. ამ ურაპატრიოტებს ჰგონიათ, რომ დროშის “გათელვა” ქოც ხელისუფლებას შეეტენება, რადგან მსგავსი კონცერტები ბიუჯეტიდან სუბსიდირდება ( რაც ასეულ მილიონობით ლარის ფლანგვაა).უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს," - წერს რომან გოცირიძე.