"ამ ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს" - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე საქართველოს დროშასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე აჟიოტაჟი არ წყდება - რა ჩანს სხვა რაკურსით გადაღებულ კადრებში?
"ამ ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს" - წერს ნიკუშა კაკილაშვილი და ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში გამართული კონცერტიდან კადრებს აზიარებს.
ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში გამართული კონცერტიდან გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მომღერალი საქართველოს დროშას ფეხს აბიჯებს. ვიდეო განხილვის თემად იქცა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მომღერალმა დროშას ფეხი შეგნებულად დააბიჯა, ნაწილი კი ამბობს, რომ მას დროშა არ დაუნახავს.