loader

ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირისკენ ტრანსპორტი უმოკლესი გზით დაკავშირდება - დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა: დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირისკენ ტრანსპორტი უმოკლესი გზით დაკავშირდება - დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა: დეტალები

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო დე­და­ქა­ლაქ­ში სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­ნაგ­რძობს - ამ­ჯე­რად, ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის გამ­ზი­რი­სა და აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე და­ი­წყო,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მე­რი­ის ცნო­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდა, რის­თვი­საც, სა­ავ­ტო­ბუსო მარ­შრუტს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა და უმოკ­ლე­სი გზით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის და­კავ­ში­რე­ბა. შე­დე­გად, შემ­ცირ­დე­ბა მგზავ­რო­ბის დრო, რაც მეტ კომ­ფორ­ტს შექ­მნის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის."პირ­ველ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა N306 ავ­ტო­ბუ­სის მარ­შრუტს შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ ახა­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­ნაც­ვლდე­ბა და ბევ­რად მეტ მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა არ­სე­ბულ კუნ­ძუ­ლებს და მო­ე­წყო­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბი, გა­მო­ი­ყო­ფა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ზოლი. გარ­და ამი­სა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა გამ­წვა­ნე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბი. სრუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა ქვე­ით­თა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა: ტე­რი­ტო­რი­ას და­ე­მა­ტე­ბა გა­და­სას­ვლე­ლი პან­დუ­სე­ბი, ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და სივ­რცე ადაპ­ტირ­დე­ბა შშმ პი­რე­ბის­თვის. დას­კვნით ეტაპ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და­მონ­ტაჟ­დე­ბა საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი და შუქ­ნიშ­ნე­ბი.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს მგზავ­რთა გა­და­ად­გი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, სის­წრა­ფე­სა და კომ­ფორ­ტს, გაზ­რდის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.