loader

"ვითხოვთ დროებით მთავრობას... თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას" - ვაშაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვითხოვთ დროებით მთავრობას... თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას" - ვაშაძე

რვა პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა არის მწყობ­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ გა­მარ­ჯვე­ბას, მათ შო­რის - ვა­ახ­ლებთ მო­თხოვ­ნას დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ. ვი­თხოვთ დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს ახალ არ­ჩევ­ნებს. თუ მო­თხოვ­ნებს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით ვი­წყებთ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის კამ­პა­ნი­ას, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე წე­რილ­ში წერს, რო­მელ­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე 8-პუნ­ქტი­ან გეგ­მას ასა­ხე­ლებს და მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს."რვა პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა არის მწყობ­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ გა­მარ­ჯვე­ბას. ფორ­მუ­ლა მარ­ტი­ვია, თუ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან ერ­თად მდგომ ქარ­თველ ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ვერ და­უდ­გე­ბა წინ. და­ნარ­ჩე­ნი დრო­ის სა­კი­თხია და ჩვენს მონ­დო­მე­ბა­სა და აქ­ტი­უ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ძალა ერ­თო­ბა­შია!

გა­მარ­ჯვე­ბის 8 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა:

1. ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ერ­თო ბრენ­დის ქვეშ, ვერ­თი­ან­დე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ერ­თო ბრენ­დის ქვეშ;

2. ერ­თი­ა­ნო­ბის ურ­ღვე­ო­ბის­თვის ვთან­ხმდე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის წეს­ზე. თუ კონ­სენ­სუ­სი ვერ მი­იღ­წე­ვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით;მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლას­თვის;

3. სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში ვა­ფიქ­სი­რებთ დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას. მი­ზა­ნია კვლე­ვა­ში დიდი უპი­რა­ტე­სო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა – ამის ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში; ეს შეც­ვლის ხალ­ხის გან­წყო­ბას, გა­ა­ჩენს ახალ მუხტს და აჩ­ვე­ნებს რე­ა­ლურ ძა­ლას, ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რო­მე­ლიც უფრო მე­ტია, ვიდ­რე „ქოცი“;

4. ვა­ახ­ლებთ სა­ერ­თო ეროვ­ნულ კამ­პა­ნი­ას. კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე პი­რის­პირ – თბი­ლის­ში და რე­გი­ო­ნებ­ში. მი­ზა­ნია სპე­ცი­ა­ლურ აპში (სა­რე­გის­ტრა­ციო პროგ­რა­მა­ში) მი­ნი­მუმ მი­ლი­ო­ნი მხარ­დამ­ჭე­რის რე­გის­ტრა­ცია. აპი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის;

5. ვნიშ­ნავთ სა­ერ­თო ეროვ­ნულ შეკ­რე­ბას. ვა­ორ­გა­ნი­ზებთ და ვნიშ­ნავთ მას­შტა­ბურ შეკ­რე­ბას - „მი­ლი­ო­ნი ქარ­თვე­ლი"; გა­დამ­წყვე­ტი შე­ტე­ვა შე­საძ­ლოა იყოს 4 ოქ­ტომ­ბერს;

6. ვა­ახ­ლებთ მო­თხოვ­ნას დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ. ვი­თხოვთ დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს ახალ არ­ჩევ­ნებს;

7. უკი­დუ­რე­სი ზო­მე­ბი უა­რის შემ­თხვე­ვა­ში - თუ მო­თხოვ­ნებს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით ვი­წყებთ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის კამ­პა­ნი­ას. სხვა ბევ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გვაქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ;

8. ვა­ნიშ­ვნი­ნებთ ახალ არ­ჩევ­ნებს, ვა­ი­ძუ­ლებთ ჩა­ნიშ­ნონ ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბით; ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გავ­დი­ვართ სა­ერ­თო ბრენ­დით, სა­ხე­ლით და დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით იმარ­ჯვებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი!“, - წერს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.