"ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, იმიტომ რომ ლუკა კურტანიძეა ამბობენ, მოდი ნუ გავწირავთ და შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობითო…" - რას ყვება ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და ექსპარლამენტარ ლუკა კურტანიძეს მისი ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც ხათუნა მიქაცაძემ “ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, მას კურტანიძე ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მისი თქმით, დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.
ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეოც.
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც. მიქაცაძის თქმით, სასამართლოს ლუკა კურტანიძისთვის 9 თვიანია შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.
“ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9 თვიანი მის მიმართ გამოცემული, მოახლოება აქვს აკრძალული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და "წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო".
ეს ადამიანი იმუქრება, რომ "მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო...
მუხლები მაქვს დაზიანებული, ხელზე მაქვს დაზიანება. ხედავთ ალბათ", - ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
ვიდეო: "tv pirveli"
წყარო: "TV პირველი"