ვრცელდება უმძიმესი კადრები - გარდაცვლილები, დაკარგულები, 4 400-ზე მეტი ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებები - წყალდიდობა და მეწყერი პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში
პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Reuters წერს, ამ დროისთვის კიდევ 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება და კატასტროფების რისკი გაიზრდება.
სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხელისუფლებამ 4400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისათვის ელექტროენერგია 10 000-ზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.