loader

"ნიკა მელიას სახე დამანახა იმ დროს, როცა კურტანიძემ ოჯახური კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად დაასახელა" - რას წერს ეკა ხერხეულიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა მელიას სახე დამანახა იმ დროს, როცა კურტანიძემ ოჯახური კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად დაასახელა" - რას წერს ეკა ხერხეულიძე

"ნიკა მელიას სახე დამანახა იმ დროს, როცა კურტანიძემ ოჯახური კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად დაასახელა. ისეთ გავარვარებულ საკანში ჰყავთ გამომწყვდეული, უეჭველი მზის დაკვრა ეგონებოდა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიწე წერს, რითიც ლუკა კურტანიძის განცხადებას ეხმაურება.

"ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ლუკა კურტანიძის თქმით, ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეში ჭეშმარიტებაზე გაესაუბრება.

„ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ „ნაციონალები“, - განაცხადა კურტანიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.