რა მოხდა იმ დროს, როცა ნინო ნადირაძე ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა - "თქვენს ქალობას ვენაცვალე!"
"ქართული ოცნების" მიერ კახა კალაძის დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენას კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ესწრებოდა, რომელიც "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციაზე იყო.
დაპირისპირების დროს ნინო ნადირაძესთან მზია ბაბაიანცი მივიდა და შეაქო.
"თქვენს ქალობას ვენაცვალე!" - უთხრა აქტივისტმა ნინო ნადირაძეს.