"ამას ღამე საბანი ეხურება, რომ არ გაცივდეს, ასევე, არის 4 ძროხისა და 4 ხბოს ადგილი" - გაიცანით, 86 წლის გამომგონებელი მუხიანიდან
86 წლის ასაკშიც ძალზე აქტიურია. ამბობს, რომ წელიწადში 2 გამოგონებას მაინც არეგისტრირებს. საბჭოთა პერიოდში სამხედრო ქარხნების მთავარ ტექნოლოგად მუშაობდა. გამოგონებებზე 12 პატენტი აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფლის მეურნეობის კუთხით განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის საშუალებებზე აქტიურად მუშაობდა. მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმელებზე, ენერგო სათბურებზე, ენერგოეფექტურ ჩირის მზით საშრობებზე. შემუშავებული აქვს ჩურჩხელების ინფრაწითელი სხივებით შრობის მოწყობილობა.
ავთანდილ ბიწაძე თავის გამოგონებებზე გვიამბობს.