რას წერს ნინო ნადირაძე სოციალური ქსელში - "ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ"
ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ, - წერს ნინო ნადირაძე სოციაურ ქსელში.
"ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია? არ მაქვს უფლება, ვიყო შეუხედავი და ნაკლოვანი? რომ ვამბობ ბოლშევიკები ხართ და ფაშისტებითქო, ნუ გიკვირთ, მერე თქვენი ბულინგი, რომ ყოველ ჯერზე მაძლიერებს, ხომ უნდა ხვდებოდეთ ამდენს, მაგრამ უნიჭოები ხართ, ' - წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ კახა კალაძის დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენას კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ესწრებოდა, რომელიც "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.