loader

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვაც და ელჭექის დროს ქარის გაძლიერებაც.

„1-ელ და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.