loader

"ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა

პირველ აგვისტოს, 20:40 საათზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა.

დასკვნითი სიტყვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა.

„მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად.

არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. ამის შემდეგ ბევრი წელი, მთელი საზოგადოება მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით.

არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი, ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.

მზია ამაღლობელის გაწნული სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაულებრივი. ერთსაც გვატყუებს ბრალდების მხარე და მეორესაც და ძალიან არ მინდა სასამართლომაც იგივე გაიმეოროს.

მადლობთ“ – თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

მის დასკვნით სიტყვას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა.

სასამართლო სხდომა გრძელდება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მოისმენს მზია ამაღლობელის სხვა ადვოკატების დასკვნით სიტყვა და ასევე, პროკურატურის რეპლიკებს.