loader

"ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი... 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა" - ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი... 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა" - ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც მე­დი­ა­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე ცო­ლიც გა­მოჩ­ნდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, გვი­ამ­ბობს თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ქალი იხ­სე­ნებს იმ რთულ პე­რი­ოდს, როცა ლუ­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნიდ­ნენ და ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლუ­კას ქცე­ვის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბა­ზე, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და იძუ­ლე­ბით და­შო­რე­ბა­ზე. ყვე­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აცხა­დებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან, რაც მის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, რად­გან ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­და­მა­ლა და არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა

- ლუკა რომ გა­ი­ცა­ნით, პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი იყო?

- დიახ, რა თქმა უნდა. ერ­თმა­ნე­თი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და. მრევ­ლი მო­სა­ლო­ცად მივ­დი­ო­დით და მა­მა­ოს მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­და. ლუ­კას და­უ­რე­კა და ჩვე­ნი წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. სპორ­ტუ­ლად არ ვცხოვ­რობ­დი, ხე­ლო­ვან ხალ­ხთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და არც ვი­ცო­დი ლუკა ვინ იყო. მე­ო­რედ ნათ­ლის­ღე­ბას შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, მა­ში­ნაც შემ­თხვე­ვით. ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.

ერთი წლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი საბა შეგ­ვე­ძი­ნა. წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ წე­ლი­წად­ში გო­გო­ნა ანა-მა­რია შე­მე­ძი­ნა, ამ დროს უკვე ორ­თა­ჭა­ლა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მა­რია 15 წლის.

- ეს ის წლე­ბია რო­დე­საც ლუ­კას საკ­მა­ოდ მძი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან...

- დიახ, სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გვაქვს გავ­ლი­ლი. წყნეთ­ში ბი­ნას ვა­შე­ნებ­დით, გვინ­გრევ­დნენ. ლუ­კას მუ­შა­ო­ბა უნ­დო­და ჭი­და­ო­ბის სფე­რო­ში, იქაც ავიწ­რო­ებ­დნენ. ორი შვი­ლი მყავ­და უკვე ლუ­კამ რომ მი­თხრა, გერ­მა­ნი­ა­ში ხომ არ წა­ვი­დე­თო. ეზო­ში ბავ­შვებს ვერ ვუშ­ვებ­დით, იყო მუ­ქა­რე­ბი. 26 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე რომ სცე­მეს, მა­შინ ორ­თა­ჭა­ლა­ში ვცხოვ­რობ­დით, გამ­თე­ნი­ი­სას ტაქ­სით დაბ­რუნ­და სახ­ლში, ვე­ლო­დე­ბო­დი, რა და­მა­ძი­ნებ­და. სას­ტი­კად ნა­ცე­მი მო­ვი­და, თავ­ში უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და სის­ხლი­ა­ნი იყო.

- რო­გო­რი ქმა­რი იყო ლუკა?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ბავ­შვი ერთ წლამ­დე ისე გა­ი­ზარ­და, რომ აფ­თი­ა­ქის გზა არ ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ანა-მა­რი­ამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი არ გვქო­ნია მო­წე­რი­ლი. ჯვრის­წე­რას ვა­პი­რებ­დით ბეჭ­დე­ბი ვი­ყი­დეთ და ერ­თმა­ნე­თის სა­ხე­ლე­ბი გვქონ­და ამოტვიფ­რუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი. ეს იყო იძუ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლომ­დე მივ­ხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და.

სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან.

- აღ­ზრდის მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი? - რა­ტომ კე­ტავ­და ბავ­შვებს.

- მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან ვი­ტყუ­ე­ბი. განაგრძეთ კითხვა>>