“გაჩხრიკეს გავიგე, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამილეწეს? ვარიანის პოლიციის უფროსი ამ საწოლში ჩაწვება?!” - ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სახლში
უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც მაზმიშვილის მამამ, მირიან მაზმიშვილმა განმარტა, პოლიციის თანამშრომლები მათ სახლში გვიან ღამით, ფანჯრებიდან შევიდნენ და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები იარაღის გამოჩენას სთხოვდნენ.
"02:30 საათზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო, არ ვიცი, რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, კანონიერად გაფორმებული, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს.
წყარო: TV პირველი