"შვილიშვილი ამოგთხრით" - კადრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოდან
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა წარმოთქვას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციისთვის, სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ავტორი: მარიკო კეკელიძე.