"მივმართავ კობახიძეს..." - მზია ამაღლობელი
საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს. თურმე ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას - მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიფ სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მთელი რიგი პოლიტიკოსები მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
“ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება, თქვენი სასჯელი იქნება პროკურორებო! ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი იქნება, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.
სამწუხაროდ, სასამართლომ, შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს, თურმე, ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი, ათასი სიგიჟე და ბოდვა … არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ.
წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ განსაკუთრებით კობახიძე აქტიურობს. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა.თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.
ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა“,- აღნიშნა ამაღლობელმა.