loader

"დილას მოსიყვარულე ქმარი გაგაცილა და საღამოს შენი უსიცოცხლო სხეული მოუყვანეს სახლში..." - ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილას მოსიყვარულე ქმარი გაგაცილა და საღამოს შენი უსიცოცხლო სხეული მოუყვანეს სახლში..." - ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა

თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლი ბესო თოდუაა.

ავარია, 2 აგვისტოს ცინცაძის ქუჩაზე მოხდა - ერთმანეთს ავტომობილი და მოპედი დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

2345-1754306049.png

"ჩემო სიმპატიურო, ყველანაირად გამორჩეულო ბიჭო, ეს რა უბედურების მომსწრე გაგვხადე. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ შენისთანა საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან... დატოვე გაუბედურებული მშობლები... შენი ლამაზი ოჯახი... შენი მეუღლის გაფერმკრთალებული თვალები... რომელიც გეძებს და გონს ვერ მოსულა... დილას ოჯახისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი გაგაცილა და საღამოს შენი უსიცოცხლო აკინძული სხეული მოუყვანეს სახლში... უფალმა გააძლიეროს და გააზრდევინოს შენი დანატოვარი... როგორც შენ გაგიხარდებოდა ისე, რათა .შენმა სულმა სულმა სიმშვიდე პოვოს...

არ ვიცი რა ვთქვა... როგორ არ მინდა შენზე უკვე წარსულში საუბარი ბესო. გულკეთილო და უბოროტო ადამიანო...

ცოტა სხვის სიცოცხლეზე რომ ვიფიქროთ, ამისათვის საჭიროა, ნელა მოძრაობა. სხვა არ გაგიფრთხილდა ბესო!

რატომ ღმერთო, როგორ დამენანე მეგობარო... უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული და გამძლეობა შენს ოჯახს" - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.