"დავკარგეთ ნამდვილი დედაშვილობა… ახლა მხოლოდ მატერიალიზმზეა აგებული ურთიერთობები: „რამდენი გჭირდება? როდის გამომიგზავნი.." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
"გადაცემა With Tamia - თამიასთან ვუყურე. სახელი დამავიწყდა იმ ქალბატონის, “ლაიფ ქოუჩის,” რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. მართალია როდესაც ამბობს, 7 წელი და კიდევ უფრო მეტი ხანი შვილი რომ არ გყავს ნანახი, შენთან რომ არ იზრდება და უცებ შენთან წამოიყვან, დიდი დაკვირვება და ყურადღება გვმართებს
მათთან ურთიერთობის დროს დედებს. შენიშვნა არ უნდა მისცეო და თამაშ-თამაშით დაიწყო ურთიერთობის აგებაო.
ჰაიზინგას “ჰომო ლუდენს” ( მოთამაშე ადამიანი ) წაკითხული გაქვთ? ძალიან მაგარი წიგნია.
პროფესორმა მაია ქვრივიშვილმა სულ ძალით წაგვაკითხა უნივერსიტეტში სწავლის დროს ეს წიგნი, სადაც ნათელია რომ ცხოვრება ერთი დიდი თამაშია. წიგნებიც ბევრი მაქვს წაკითხული, მესამე უნივერსიტეტსაც ვამთავრებ, თეორიულად ვიცი რა არის სწორი და როგორ უნდა მოვიქცე სწორად, მაგრამ ცხოვრებამ და მის
მიერ გამოწვეულმა ტკივილებმა, ტრამვებმა და სირთულეებმა იმდენად დამაწყვიტა ნერვები, რომ პრაქტიკაში ვერ ვიყენებ ამდენ ცოდნას სწორად.
თქვენც თუ ჩემსავით ხართ, დაპლიუსდით.
ყველაზე დიდი ტკივილი მაშინ განვიცადეთ როცა პატარა შვილები მარტო დავტოვეთ და ემიგრაციაში საშოვარზე წავედით. აი, მაშინ დაგვაწყდა ნერვები და დავკარგეთ ნამდვილი დედა-შვილობა. ახლა მხოლოდ
მატერიალიზმზეა აგებული ურთიერთობები. რამდენი გჭირდება? როდის გამომიგზავნი და ა.შ.
ცხოვრებამ ყველა ემიგრანტ დედას დიდი განსაცდელი გვარგუნა.
კარგია თუ ვისწავლით ჯანსაღ ურთიერთობებს, რადგან თუკი ურთიერთობები გამოგვივა, მაშინ ყველაფერი მაგრად იქნება.
ვცდილობ პრაქტიკაში გამოვიყენო ცოდნა, მარა ყველა ჯერზე ტკივილები მმართავენ და ვუბერავ!
უყურეთ Tamia-ს ძალიან მაგარ გადაცემას.
სიყვარულით,
ცისნამი" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.