"სირცხვილია ასეთი ფასი" - რა ღირს კონდენციონერის მონტაჟი და რას აპროტესტებენ მოქალაქეები?
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა კვლავ მაღალი დარჩება.
ასეთ პირობებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარკვეული წესების დაცვა დაიცვან
მაღალი ტემპერატურა დიდ ქალაქებში, იქ სადაც მაღალსართულიანი კორპუსები ჭარბადაა განსაკუთრებით შემაწუხებელია, რადგან ჰაერი პრაქტიკულად არ ცირკულირებს.
ამ პირობებში კონდიციონერი უამრავი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, თუმცა მისი გამოყენება სწორად უნდა მოხდეს – არა მხოლოდ ხარჯის შემცირების, არამედ უსაფრთხოების მიზნითაც.
გაგაცნობთ კონდიციონერის მუშაობის იმ ხრიკებს, რომლებიც გამოყენებისას ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარებათ:
1. დააყენეთ ოპტიმალური ტემპერატურა: ყველაზე კომფორტულ და ენერგოეფექტურ ტემპერატურად 22-24°C მიჩნეულია. თითოეული გრადუსით ტემპერატურის დაწევა ზრდის ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 6-8%-ით.
2. გაწმინდეთ ფილტრები თვეში ერთხელ –ეს პროცედურა ენერგიის მოხმარებას 5-15%-ით ამცირებს.
3. დაიცავით ოთახი მზისგან.
4. შეამოწმეთ ჰერმეტულობა: დარწმუნდით, რომ ფანჯრები და კარები კარგად იხურება, რათა გაგრილებული ჰაერი გარეთ არ გავიდეს
5. გამოიყენეთ ვენტილატორი: ჭერის ან იატაკის ვენტილატორი ეხმარება გაგრილებული ჰაერის ცირკულაციას.
სწორი გამოყენების მიუხედავად, სოციალური ქსელები უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარებითაა სავსე – მოქალაქეები ჩივიან, რომ კონდიციონერის მონტაჟის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
თუ წინა წლებში კონდიციონერის დაყენება 100–150 ლარი ღირდა, ამჟამად ტარიფი 200-დან 300 ლარამდე მერყეობს.
მცირე წესების დაცვით, შესაძლებელია როგორც ხარჯების შემცირება, ასევე კონდიციონერის მუშაობის გახანგრძლივება. თუმცა, მაღალი ტემპერატურების ფონზე, მთავარი რჩევა უცვლელია, მოერიდეთ ქუჩაში სიარულს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, 12:00–17:00 საათამდე დროის მონაკვეთშ და –მაქსიმალურად შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა.