loader

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან დღეს 1,25 მი­ლი­წა­მით შე­ამ­ცი­რებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცვლი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­სამ­ჩნე­ვი არ იქ­ნე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, თუ დე­და­მი­წის ბრუნ­ვა უკონ­ტრო­ლოდ გა­აგ­რძე­ლებს აჩ­ქა­რე­ბას, ამან შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

სა­ათ­ში მხო­ლოდ ერთი მი­ლის ზო­მი­ერ­მა მა­ტე­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა ეკ­ვა­ტო­რულ რე­გი­ო­ნებ­ში ზღვის დონე რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით აწი­ოს, რაც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ დატ­ბო­როს ისე­დაც დატ­ბორ­ვის პი­რას მყო­ფი სა­ნა­პი­რო ქა­ლა­ქე­ბი.

თუ დე­და­მი­წის ბრუნ­ვის აჩ­ქა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, მზი­ა­ნი დღე შე­საძ­ლოა მხო­ლოდ 22 სა­ა­თამ­დე შემ­ცირ­დეს, რაც ცირ­კა­დულ რიტ­მებს და­არ­ღვევს - ასე­თი დარ­ღვე­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო არ იქ­ნე­ბო­და. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბიც კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გუ­ლის შე­ტე­ვე­ბის, ინ­სულ­ტე­ბი­სა და საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთრ ზრდას­თან. მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბა კი­დევ უფრო სა­ში­შია.

NASA-ს ას­ტრო­ნომ­მა, დოქ­ტორ­მა სტენ ოდენ­ვალდმა გან­მარ­ტა, რომ ამინ­დის პი­რო­ბე­ბი უფრო ექ­სტრე­მა­ლუ­რი გახ­დე­ბა. პლა­ნე­ტის უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას­თან ერ­თად, კო­რი­ო­ლი­სის ეფექ­ტი, რო­მე­ლიც შტორ­მე­ბის ბრუნ­ვას იწ­ვევს, ძლი­ერ­დე­ბა.

ბოლო წლებ­ში დე­და­მი­წა­ზე "მოკ­ლე დღე­ე­ბის“ რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. 2020 წლის 19 ივ­ლი­სი სა­შუ­ა­ლო­ზე 1,47 მი­ლი­წა­მით მოკ­ლე იყო. 2022 წლის 30 ივ­ნი­სი კი 1,59 მი­ლი­წა­მით ნაკ­ლე­ბი იყო.

დე­და­მი­წას, რო­გორც წესი, 24 სა­ა­თი, ანუ ზუს­ტად 86,400 წამი სჭირ­დე­ბა ერთი სრუ­ლი ბრუ­ნის და­სას­რუ­ლებ­ლად, რა­საც მზი­ა­ნი დღე ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, ბრუნ­ვა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი არ არის - ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოწ­ვე­უ­ლია დე­და­მი­წის ბრუნ­ვა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის გავ­ლე­ნით, რო­გო­რი­ცაა მი­წისძვრე­ბი და ოკე­ა­ნის დი­ნე­ბე­ბი.