loader

ვიდეოში ისმის შემზარავი ხმები, ძლიერმა წყალდიდობამ სოფელი წაიღო, არიან გარდაცვლილები (ინდოეთი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ისმის შემზარავი ხმები, ძლიერმა წყალდიდობამ სოფელი წაიღო, არიან გარდაცვლილები (ინდოეთი)

მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, ინ­დო­ე­თის უტა­რაკ­ჰან­დის შტატ­ში, სულ მცი­რე, 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 50-ზე მეტი კი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

bbc-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში მდე­ბა­რე უტარ­კა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი დჰა­რა­ლი და­ზა­რალ­და. დჰა­რა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ბევ­რი სას­ტუმ­რო, კუ­რორ­ტი და რეს­ტო­რა­ნია.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რო­გორ ეხეთ­ქე­ბა წყა­ლი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს და ან­გრევს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს. მაშ­ვე­ლე­ბი ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­სა და და­კარ­გუ­ლე­ბის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ.

ტრა­გე­დია ინ­დო­ე­თის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 13:30 სა­ათ­ზე მოხ­და.

ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ წყლის უე­ცარ­მა მო­ვარ­დნამ ხალ­ხს გაქ­ცე­ვის შან­სი აღარ და­უ­ტო­ვა.