"შეიძლება, უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძის შესახებ?
აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდე უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, შემოსავლების სამსახურის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხზე მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, უფრო საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს „მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“.