loader

"ამან შეიძლება შექმნას გამარჯვების რეალური საფუძველი..." - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამან შეიძლება შექმნას გამარჯვების რეალური საფუძველი..." - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობა აქვს, შეიქმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც მისი მთავარი კოზირი ოპონენტების ურთიერთ-დამაზიანებელი სტრატეგიაა.

ანუ, ბოიკოტის მომხრეების აქტიურობა მიმართულია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დასაფრთხობად, შესაბამისად ხელისუფლების სასარგებლოდ.

არჩევნებში მონაწილე ძალებში კი შეიმჩნევა ერთგვარი დაბნეულობა და გაურკვევლობა მერის (როგორც ძირითადი გამწევი ფიგურის) კანდიდატურასთან დაკავშირებით. ესეც ხელისუფლების სასარგებლო ფაქტორია.

შესაბამისად, გვაქვს ვითარება, რომ კალაძის გამარჯვების მთავარი ფაქტორი მისი ოპონენტები არიან.

ამ ვითარებაში, იმისათვის რომ რეალური ბრძოლა მივიღოთ შესაბამისი განვითარებით, ერთადერთი შანსია არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთაზე წვალება, არამედ მეორე ტურის სტრატეგიის გატარება.

ეს კი გულისხმობს არა ერთიანი, არამედ რამდენიმე პარტიული და უპარტიო კანდიდატის წამოყენებას, რათა ბრძოლა გადავიდეს მეორე ტურში.

დათქმა ამ კანდიდატებში უნდა იყოს შემდეგი - ყველა მხარს დაუჭერს კალაძესთან ერთად მეორე ტურში გადასულ კანდიდატს.

თუ შეიქმნა ასეთი ვითარება, ვფიქრობ, რომ ბოიკოტის მომხრეებიც მეორე ტურში მოხსნიან თავის მოთხოვნას და ამან შეიძლება შექმნას გამარჯვების რეალური საფუძველი." - წერს გია ხუხაშვილი.