loader

"ახლაც შოკში ვარ! მე და ჩემი შვილები გადავრჩით... ალბათ, 30 ნაბიჯი გვაკლდა ამ ადგილამდე" - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე გორიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლაც შოკში ვარ! მე და ჩემი შვილები გადავრჩით... ალბათ, 30 ნაბიჯი გვაკლდა ამ ადგილამდე" - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე გორიდან?

გორში, საკრებულოს შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა. ვიდეოს მოქალაქე ავრცელებს.

"სასწრაფოდ შეისწავლეთ გამგეობის შენობის გარე ფასადის მდგომარეობა, ეს საშიშია თქვენი თანამშრომლებისთვის და მოსახლეობისთვის!!

დაახლოებით 20-30 წუთის წინ გორის გამგეობის შენობის ფასადიდან ჩამოვარდა მცირე ნაწილი, მე და ჩემი შვილები გადავრჩით (მადლობა ღმერთო) ჩამოვარდნისას. ალბათ, 30 ნაბიჯი გვაკლდა ამ ადგილამდე, რომელსაც აუცილებლად გავივლიდით (!) ეს პანდუსი თოკოს და თომას საყვარელი ასარბენ ჩამოსარბენია (ერთი საათით ადრეც მანდ დარბოდნენ)

ვიდეოში ჩანს პატარა ნაწილებად დაშლილი ფასადის ის ნაწილი რომელიც ჩამოვარდა, რომელიმე თუნდაც პატარა რომ მოგვხვედროდა სერიოზულად დავშავდებოდით, ახლაც შოკში ვარ.

ბოძების ბოლოში რომ ლამაზი რელიეფია იმას მოწყდა დიდი ალბათობით, ბევრი ვერაფერი გადავიღე, თომა არ ჩერდებოდა.

გთხოვთ, ვისაც იცნობთ და იცით, რომ მანდ მუშაობს მონიშნეთ და გააფრთხილეთ! სხვებმა კი აღარ იაროთ წინ, არც მანქანა გააჩეროთ" - წერს მოქალაქე მარი ბენდელიანი და ვიდეოს აქვეყნებს.