loader

"ძალიან ბევრმა მკითხა, რატომ ვარ ასე გაბრაზებული, გიპასუხებთ ღიად და პირდაპირ" - რას წერს გიორგი ფხაკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ბევრმა მკითხა, რატომ ვარ ასე გაბრაზებული, გიპასუხებთ ღიად და პირდაპირ" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის - ძალიან ბევრმა მკითხა, რატომ ვარ ასე გაბრაზებული. გიპასუხებთ ღიად და პირდაპირ: ეს ადამიანები, რომლებიც თავს გვაჩვენებდნენ ქვეყნის გადამრჩენელებად — თითქოს ინვესტიციებს მოიზიდავდნენ, ეკონომიკას აამუშავებდნენ, პორტს ააშენებდნენ და საქმისთვის იბრძოდნენ — საბოლოოდ ყველა დანარჩენს დაემსგავსნენ. და სწორედ ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. მე არ ვსაუბრობ ხელისუფლებაზე, მე ვსაუბრობ ოპოზიციაზე — იმ ხალხზე, ვინც უნდა ყოფილიყო ალტერნატივა. სინამდვილეში კი სწორედ მათ დაანგრიეს ოპოზიციურობის იდეა საქართველოში. ისინი არ შეეწინააღმდეგნენ უსამართლობას, კორუფციას — პირიქით, ჩაერთნენ იმავე თამაშში და ცხადად გვაჩვენეს, რომ არანაირი ცვლილება არც სურთ და არც შეუძლიათ.

შედეგი? სრული ნიჰილიზმი, გულგატეხილობა და უნდობლობა საზოგადოებაში. როცა მოქალაქეს აღარ ჰყავს ძალა, რომელსაც შეიძლება ენდოს — ეს უკვე პოლიტიკური კრახია. ამიტომ ვარ გაბრაზებული. რადგან მათ კი არ შექმნეს ალტერნატივა — მათ გაანადგურეს ალტერნატივის შესაძლებლობა.

დღეს, რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს — ამისთვის არც გაყალბება დასჭირდებათ და არც “ადმინისტრაციული რესურსი”. ეს ოპოზიციის დამსახურებაა — არავის სხვა. მე მინდა, ჩემს ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული, პროფესიონალი და ძლიერი ოპოზიცია.და არა ეს, რაც ახლა გვაქვს. ამით მორჩა ჩემი პოლიტიკური „გადახვევა”, - წერს გიორგი ფხაკაძე.